
საქართველოს ეროვნული ნაკრები, წლების განმავლობაში მნიშვნელოვანწილად ოლიმპიური ცენტრის მიერ აღზრდილი ძალოსნებით კომპლექტდებოდა,რომელმაც არაერთი წარმატება მოუტანა ქართულ ძალოსნობას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

მომავალი წლიდან ოლიმპიური ცენტრი აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს ახალი სპორტსმენების მიღებას, აღმოჩენასა და აღზრდას, რაც მიზნად ისახავს ძალოსანთა ახალი თაობის განვითარებას. პროცესი ხელს შეუწყობს ეროვნული ნაკრების განახლებას, გაძლიერებასა და ტრადიციების შენარჩუნებას.