ოლიმპიური ცენტრის კიდევ ერთმა აღზრდილმა ბრწყინვალედ იასპარეზა ალბანეთში მიმდინარე U23 ევროპის ჩემპიონატზე.
გურამ ვეკუამ მოიპოვა:
ვერცხლი ატაცში — 160 / 165 / 168 კგ
ვერცხლი აკვრაში — 202 / 211 კგ
ბრინჯაო ორჭიდში — 379 კგ ჯამში
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებში მოასპარეზე ოთხივე ოლიმპიური ცენტრის სპორტსმენმა მოიპოვა მედლები, რაც ოლიმპიური ცენტრის ძალოსნობის მთავარი მწვრთნელის ზურაბ ანთაურის წარმატებული მუშაობის მტკიცებულებაა.