გოგა ჯაჯვანი და მანუჩარ გოგოხია ევროპის ჩემპიონები არიან !
ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზეს!
ალბანეთში მიმდინარე U20 / U23 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ოლიმპიური ცენტრის, ზურაბ ანთაურის აღზრდილებმა საქართველოს სახელით შესანიშნავი შედეგები აჩვენეს!
94კგ. გოგა ჯაჯვანი (U20) — სამგზის ევროპის ჩემპიონი და სამგზის რეკორდსმენი!
ტაცში, აკვრასა და ორჭიდში ჯამურად მოიპოვა სამი ოქროს მედალი და დაამყარა სამი ახალი ევროპის რეკორდი!
88კგ. მანუჩარ გოგოხია (U23) — ევროპის ჩემპიონი, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი!
გოგოხიამ ატაცში მოიპოვა ბრინჯაო, აკვრაში — ოქრო და ევროპის ჩემპიონის ტიტული, ხოლო ორჭიდში — ვერცხლი!
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებში ასპარეზობს ოთხი ოლიმპიური ცენტრის სპორტსმენი, რომელთაგან სამმა უკვე მოიპოვა მედლები!
ხვალ, პრესტიჟულ მძიმე წონით კატეგორიაში, ასპარეზობას დაიწყებს ჩვენი მეოთხე ძალოსანი — გურამ ვეკუა, რომლისგანაც დიდ წარმატებას ველით!