სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიური ცენტრის დირექტორის მხარდაჭერა და ჩვენი გოგონების წარმატება საქართველოს პირველობაზე!

ოლიმპიური ცენტრის დირექტორის მხარდაჭერა და ჩვენი გოგონების წარმატება საქართველოს პირველობაზე!

 
საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ბატონი მუხრან შამათავა ძიუდოს აკადემიაში გამართულ საქართველოს მესამე სარეიტინგო ტურნირს დაესწრო. შეჯიბრების დაწყებამდე იგი პირადად გაესაუბრა ჩვენს ძიუდოისტ გოგონებს, გაამხნევა და წარმატებები უსურვა.
პირველობაზე, სადაც ერთმანეთს 2006-2009 და 2010-2011 წლებში დაბადებული გოგონები უპირისპირდებოდნენ, ჩვენი ცენტრის ძიუდოისტებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს:
????ხელაია ანამარია (48 კგ)
????ცისკაძე ნანა-მარია (48 კგ)
????კოზმანაშვილი ბარბარე (57 კგ)
მოპოვებულ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით ჩვენს გამოცდილ მწვრთნელებს: ნოდარ მებაღიშვილს, დავით შეშაბერიძესა და მალხაზ შეშაბერიძეს, რომელთა დაუღალავი შრომითაც გოგონები ტურნირს საუკეთესო ფორმაში შეხვდნენ. ასევე ღირსეულად იასპარეზეს მარიამ ზურაბიანმა და ელენე ჯაფარიძემ, რომლებიც შეჯიბრებაზე ვაჟა ბალხამიშვილის ხელმძღვანელობით გამოვიდნენ. თითოეულმა მათგანმა ხალიჩაზე ბოლომდე იბრძოლა და საინტერესო შეხვედრები ჩაატარა.
ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს წარმატებულ ასპარეზობას!

 

<< დაბრუნება 2026-05-22