ოლიმპიური ცენტრის ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს
ოლიმპიური ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს
ტერიტორიის მოწესრიგების ფარგლებში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
მოწესრიგდა გამწვანება;
შეიღება და განახლდა ცენტრის ჭიშკრები;
განხორციელდა ხე-მცენარეების ფიტოსანიტარული დამუშავება;
ეზო სრულად გასუფთავდა ზედმეტი ნარჩენებისგან.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სამუშაოები ადმინისტრაციის თანამშრომლებისა და ცენტრის დირექტორ ბატონ მუხრან შამათავას აქტიური, ერთობლივი ჩართულობით მიმდინარეობს.