სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ლუხუმ ჩხვიმიანი ოლიმპიური ცენტრის სამწვრთნელო გუნდს შეუერთდა!

ლუხუმ ჩხვიმიანი ოლიმპიური ცენტრის სამწვრთნელო გუნდს შეუერთდა!

????ლუხუმ ჩხვიმიანი ოლიმპიური ცენტრის სამწვრთნელო გუნდს შეუერთდა!
????მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ოლიმპიური ცენტრის გუნდს საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი შეუერთდა! 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და ევროპული თამაშების გამარჯვებული მწვრთნელის პოზიციაზე იწყებს მოღვაწეობას.
????ეს დაბრუნება განსაკუთრებით სიმბოლურია, რადგან ლუხუმ ჩხვიმიანი თავად არის ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი იმ სპორტულ გზას, რომელმაც ის მსოფლიო მწვერვალებამდე მიიყვანა. ასევე აღსანიშნავია, რომ ძიუდოსტის წარმატებაში გადამწყვეტი როლი მიუძრვის ოლიმპიური ცენტრის დირექტორსა და მის პირად მწვრთნელს ბატონ ბორია ფირცხელიანს.
????მისი პროფესიონალიზმი, თავდადებული შრომა და ის გზა, რომელიც მან ცენტრის დარბაზებიდან მსოფლიო კვარცხლბეკამდე გაიარა, საუკეთესო მაგალითი და მოტივაცია იქნება ჩვენი ყოველი აღსაზრდელისთვის.
????ჩვენი მიზანია ძიუდო ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა ნიჭიერი მოზარდისთვის. სკოლის ასაკის ბავშვებს ეძლევათ უნიკალური შანსი, სრულიად უფასოდ ივარჯიშონ და დაეუფლონ ძიუდოს ხელოვნებას ნამდვილი ჩემპიონის ხელმძღვანელობით.
????აღვზარდოთ ახალი თაობის ჩემპიონები, რომლებიც ღირსეულად გააგრძელებენ ქართული ძიუდოს ტრადიციებს.
????კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ჩემპიონო! ????
 

 

<< დაბრუნება 2026-02-02