ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მორიგ დიდ წარმატებას მიაღწია ჩვენი ცენტრის სპორტსმენმა.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, 48 კგ წონით კატეგორიაში, აფხაზეთის სახელით მოასპარეზე ლაშა ქორიძემ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
აღსანიშნავია სპორტსმენის მწვრთნელის, კახაბერ დობორჯგინიძის უდიდესი წვლილი ამ გამარჯვებაში, რომლის ხელმძღვანელობითაც ლაშამ ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარა.
ცენტრი ულოცავს სპორტსმენსა და მწვრთნელს ამ დიდ წარმატებას და მომავალ ასპარეზობებზეც გამარჯვებას უსურვებს!