ვერცხლის მედალი და მორიგი წარმატება საქართველოს ჩემპიონატიდან
8-11 მარტს, ქალაქ გორში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში 15-წლამდელთა შორის.
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ოლიმპიური ცენტრის სპორტსმენმა, ლაშა ქოროძემ, 48 კგ. წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა და საპატიო მეორე ადგილი დაიკავა!
ვულოცავთ ლაშას ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ ასპარეზობებზე.
მადლობას ვუხდით მის მწვრთნელს — კახაბერ დობორჯგინიძეს.