საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში
9–12 იანვარს ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ სტილით ჭიდაობაში.

ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ოლიმპიური ცენტრის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა. მათ სხვადასხვა წონით კატეგორიებში საპრიზო ადგილები დაიკავეს და ღირსეულად წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები.
შედეგები:

გიორგი პერტაია (55კგ)

ლაშა მარიამიძე (63კგ)

საბა ჩილაშვილი (130კგ)
განსაკუთრებით აღსანიშნავია ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი სპორტსმენის, რამაზი ზოიძის წარმატება, რომელმაც 77 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა!

მწვრთნელები: კობა კიკაძე, ვაჟა კრავეიშვილი, ვაჟა თინიკაშვილი, სოსო ჯაბიძე
ვულოცავთ ჩვენს სპორტსმენებსა და მწვრთნელებს მიღწეულ წარმატებებს და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს მომავალ ასპარეზობებზე!