მნიშვნელოვანი ერთობლივი ვარჯიში ოლიმპიურ ცენტრში!
ოლიმპიური ცენტრის ძიუდოს სექციამ კლუბებს — „ნორიოს“, „ჟინვალი 2023“-სა და „მარტყოფს“ უმასპინძლა.
მომავალი ჩემპიონების ერთობლივ საწვრთნელ პროცესს ოლიმპიური ცენტრის დირექტორი, ბატონი მუხრან შამათავა ესწრებოდა, რომელმაც ახალგაზრდა სპორტსმენებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
მსგავსი შეკრებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან ძიუდოისტებს ეძლევათ შესაძლებლობა:

გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება;

გამოსცადონ ძალები ახალ სპარინგ-პარტნიორებთან;

აიმაღლონ პროფესიული დონე და დახვეწონ ტექნიკა.
დიდი მადლობა თითოეულ კლუბს, ცენტრის მწვრთნელებს აღნიშნული ინიციატივისთვის და თითოეულ სპორტსმენს მონდომებისთვის!

მწვრთნელები:

ნოდარ მებაღიშვილი

დავით შეშაბერიძე

მალხაზ შეშაბერიძე

ვაჟა ბალხამიშვილი