სსიპ.   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ონმა დავით გობეჯიშვილის სახელობის ტურნირს უმასპინძლა

ონმა დავით გობეჯიშვილის სახელობის ტურნირს უმასპინძლა

6-7 ოქტომბერს ონში გაიმართა ოლიმპიური ჩემპიონის და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონის დავით გობეჯიშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის, სადაც მონაწილეობა ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენებმა იასპარეზეს და ორი მედალიც მოიპოვეს:

ჩემპიონის ტიტული ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ ჯონი ლორიას აღზრდილმა მოჭიდავემ ლევან ბაზაძემ (85 კგ) მოიპოვა, ხოლო ვერცხლის მედალს მირზა გაჯიევი (62 კგ) დაეუფლა.

ოლიმპიური ცენტრის ხელმძღვანელობა და სპორტული განყოფილება ულოცავს სპორტსმენებს წარმატებას!

<< დაბრუნება 09-10-2018