სსიპ.   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი

საქმიანობა

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს „საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში“ 10-25 წლამდე ახალგაზრდებისთვის გახსნილია ჭიდაობის, ძიუდოს, კრივის, ძალოსნობის, მძლეოსნობისა და ფეხბურთის უფასო სექციები.

ოლიმპიურ ცენტრში ცხოვრობს და ვარჯიშობს 150 სპორტსმენი, რომლებიც მაღალი ხარისხის სამჯერადი კვებითა და საცხოვრებელი პირობებით სარგებლობენ. მათ განკარგულებაშია საერთაშორისო დონის ჭიდაობისა და ძიუდოს სპორტული არენა, ძალოსნობის დარბაზი და საფეხბურთო მოედნები.

„ცენტრში“ ფუნქციონირებს უფასო სექციები გარედან მოსიარულე ბავშვებისთვისაც, რომლებსაც მაღალკვალიფიციური მწვრთნელები ხელმძღვანელობენ. ამჟამად ოლიმპიურ ცენტრში 400-მდე ახალგაზრდა ვარჯიშობს.

საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის მიზანია:

  • განსაკუთრებული სპორტული მონაცემებითა და ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდების გამოვლენა და მოზიდვა;
  • სპორტის პრიორიტეტულ სახეობებში საქართველოს კადეტთა და იუნორთა ნაკრები გუნდების წევრობის კანდიდატების მომზადება;
  • საქართველოს რეგიონებიდან სოციალურად დაუცველი ნიჭიერი სპორტსმენების შერჩევა და მათი მატერიალურ-ტექნიკური და საწვრთნელი ბაზით უზრუნველყოფა;
  • თანამედროვე სასპორტო სასწავლო-საწვრთნელი პროცესის დანერგვით, მომზადების ეფექტური სისტემის შექმნა;