სსიპ.   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ძალოსანი ირაკლი ჩხეიძე მსოფლიოს ჩემპიონია!

ძალოსანი ირაკლი ჩხეიძე მსოფლიოს ჩემპიონია!

ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი სპორტსმენი ირაკლი ჩხეიძე უზბეკეთში გამართულ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალოსნობაში 20 წლამდელთა შორის, სამი ოქროს მედლის მფლობელო გახდა.

ზურაბ ანთაურის აღზრდილმა სპორტსმენმა ატაცში - 171, ხოლო აკვრაში 211 ქულა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ჩხეიძე ოლიმპიურ ცენტრში 2014 წლიდან ვარჯიშობს და ამ დროის განმავლობში არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია, 2016 წელს გახდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკებში, ხოლო 2017 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიური ცენტრის ხელმძღვანელობა ულოცავს ირაკლის გამარჯვებას და დიდ იმედს იტოვებს, რომ ახალგაზრდა სპორტსმენი მომავალშიც მრავალ ჯილდოს მოიპოვებს!

 

<< დაბრუნება 16-07-2018