სსიპ.   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
გიორგი ხუჭუა თბილისის გრან-პრის გამარჯვებულია!

გიორგი ხუჭუა თბილისის გრან-პრის გამარჯვებულია!

გიორგი ხუჭუა (72 კგ) თბილისის გრან-პრის გამარჯვებულია!

3-5 ივლისს გასამართ თბილისის ვახტანგ ბალავაძის სახელობის საერთაშორისო გრან-პრიზე ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენმა გიორგი ხუჭუამ (72 კგ) ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო ვაჟა თინიკაშვილის მოსწავლე ლაშა მარიამიძე (63 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.

პირველ და მეორე დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან წინასწარი და ნახევარფინალურ შეხვედრები 57, 65, 74, 86 და 97 კგ წონითი კატეგორიის ფალავნებმა იჭიდავეს, ხოლო ბერძნულ-რომაულით - 60, 67, 77, 87 და 130 კგ.

ფინალური შეხვედრების ბადე ასე გამოიყურებოდა:
თავისუფალი ჭიდაობა:
61 კგ - ბექა ლომთაძე (საქართველო) - აბოს რახმონოვი (უზბეკეთი)
70 კგ - ზურაბ იაკობიშვილი (საქართველ) - სოსლან რამონოვი (რუსეთი)
79 კგ - მაგომედ რამაზანოვი (რუსეთი) - კახაბერ ხუბეჟტი (რუსეთი)
92 კგ - ანზორ ურიშევი (რუსეთი) - მოხამადჯავად ებრახიმი (ირანი)
125 კგ - გენო პეტრიაშვილი (საქართველო) - ალექსანდრ ხოციანოვსკი (უკრაინა)

ბერნულ-რომაული:
55 კგ - მოსლედ ნადერიხადემი (ირანი) - ვასილი ტოპოევი (რუსეთი)
63 კგ - ლაშა მარიამიძე (საქართველო) - სტეპან მარინიანი (რუსეთი)
72 კგ - გიორგი ხუჭუა (საქართველო) - ევრიკ ნიკოგოსიანი (საფრანგეთი)
82 კგ - ლაშა გობაძე (საქართველო) - ედუარ სარგსიანი (სომხეთი)

დღეს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან.

 

<< დაბრუნება 05-07-2018