სსიპ.   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ზვიად პატარიძე ევროპის ხუთგზის ჩემპიონია!

ზვიად პატარიძე ევროპის ხუთგზის ჩემპიონია!

ზვიად პატარიძე ევროპის ხუთგზის ჩემპიონია!
 
23-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ საფინალო დღეს
ქართველმა მძიმეწონოსანმა ზვიად პატარიძემ (130 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.
 
ფინალში მან ევროპის მოქმედი ჩემპიონი თურქი ოსმან ილდირიმი ანგარიშით 2-0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს მეხუთედ დაეუფლა.
 
საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი ლერი აბულაძემ (63 კგ) მოიპოვა.
 
დღეს რამაზ ზოიძე (72 კგ) თურქ ჩენგიზ არსლანს დაეჭიდება, დავით ჩხარტიშვილი (60 კგ) და გიორგი მელია კი (97 კგ) დამამშვიდებელ წრეში არიან ბრინჯაოსთვის ბრძოლას აგრძელებენ.

 

<< დაბრუნება 06-06-2018