სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ბრინჯაო დაღესტანიდან

ბრინჯაო დაღესტანიდან

2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
 
ელიზბარ ოდიკაძე ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ დათო ლეჟავას აღსაზრდელია.
 
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასპარეზობა 6 მედლით დაასრულა. ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ) სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) და ზურაბ იაკობიშვილიც (70 კგ), ხოლო გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) და ბექა ლომთაძემ (61 კგ) მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

 

<< დაბრუნება 2018-05-07