სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
მოჭიდავეებმა ხარკოვში იასპარეზეს

მოჭიდავეებმა ხარკოვში იასპარეზეს

ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელმა გიორგი ჩანქსელიანმა (80 კგ) 18-20 იანვარს უკრაინის ქალაქ ხარკოვში გამართულ ლეონიდ დუნაის ხსნოვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ჯონი ცხადაიამ (45 კგ) (მწ: თამაზ ბენდიანიშვილი, ჯონი ლორია) შამილ გაჯიევმა (48 კგ) და ლუკა მარიამიძემ (71 კგ) (მწ: კახა დობორჯგინიძე).

საქართველოს ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრებმა ჯამში 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

ტურნირის ჩემპიონები ასევე გიორგი გეგელაშვილი (51 კგ), ბაგრატ გაგნიძე (71 კგ) და სოლომონ მანაშვილი (110 კგ) გახდნენ. ვერცხლის მედალი ლუკა ჩხიტუნიძეს (51 კგ), ხოლო მესამე საპრიზო ადგილი დავით აბდალაძეს (55 კგ) ხვდა წილად.

შეჯიბრებაში მონაწილეობა საქართველოს გარდა, უკრაინის, საბერძნეთის, გერმანიის, მოლდოვის, სომხეთის, ბელარუსიის, ყირგიზეთის, ყაზახეთისა და თურქეთის გუნდებმა მიიღეს.

გუნდურ შეჯიბრში კი საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.

<< დაბრუნება 2018-01-22