სსიპ.   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ძალოსნების მედლები საქართველოს თასზე

ძალოსნების მედლები საქართველოს თასზე

26-27 დეკემბერს ქალაქ ქუთაისში გაიმართა საქართველოს თასისა და კახი კახიაშვილის სახელობის ტურნირი დიდებში, რომელშიც მონაწილეობა ოლიმპიური ცენტრის რამდენიმე აღსაზრდელმა მიიღო.

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ზურაბ ანთაურის აღზრდილმა სპორტსმენებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

აღსანიშნავია არჩილ მალაყმაძის შედეგი, რომელმაც ჭაბუკებს შორის 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში 4 რეკორდი დაამყარა: ატაცში 134 კგ-ით, რომელიც შემდეგ 2 ქულით გააუმჯობესა - 136, აკვრაში - 160 კგ-ით, ხოლო ორჭიდში - 296 კგ-ით.

ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს ზვიად ძამუკაშვილმა (56 კგ)(ატაცი - 95; აკვრა-125) და ირაკლი ჯალაღონიამ (94 კგ). მეორე საპრიზო ადგილები დაიკავეს მიხეილ თეთვაძემ (69 კგ)(ატაცი-114; აკვრა-135) და ლომია თედიძემ (77 კგ)(ატაცი-131; აკვრა-168), რომელმაც აკვრაში საქართველოს რეკორდი გაიმეორა, ალკაზარ გოგიტიძემ (85 კგ) და ბაქარ თურმანიძემ (+125 კგ). ბრინჯაოს მედლები კი მანუჩარ გოგოხიამ (69 კგ)(ატაცი-108; აკვრა-127), ბეგლარ სოლომონიძემ (77 კგ)(ატაცი-134; აკვრა-160) და საბა ანთაურმა (85 კგ) აიღეს.

ოლიმპიური ცენტრი ულოცავს სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელს მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას და ხვალინდელ საშეჯიბრო დღესაც წარმატებებს უსურვებს მათ.

 

<< დაბრუნება 28-12-2017