სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
შმაგი ბოლქვაძე მსოფლიოს ჩემპიონია!

შმაგი ბოლქვაძე მსოფლიოს ჩემპიონია!

ოლიმპიური ცენტრის ყოფილი აღსაზრდელი სმაგი ბოლქვაძე მსოფლიოს ჩემპიონია!

21-22 ნოემბერს, პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გამართულ მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ბერნძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა დიდი წარმატებით დაასრულა ასპარეზობა, ქართველმა მოჭიდავეებმა 1 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი პირველობა არავის დაუთმეს.

მსოფლიოს ჩემპიონი ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) გახდა, ვერცხლის მედლები გელა ბოლქვაძემ (75 კგ), ლაშა გობაძემ (80 კგ) და ოლიმპიური ცენტრის ასევე ყოფილმა აღსაზრდელმა ზვიად პატარიძემ (130 კგ) მოიპოვეს.
საერთო გუნდურ ჩათვლაში კი ჩვენმა ნაკრებმა ყველას აჯობა და 51 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, მეორეზე 50 ქულით რუსეთი გავიდა, მესამეზე თურქეთი - 42.

ოლიმპიური ცენტრის ხელმძღვანელობა და სპორტული განყოფილება ამაყობს ყოფილი აღსაზრდელების ასეთი წარმატებით და მომავალშიც დიდ წარმატებებს უსურვებს!

 

<< დაბრუნება 2017-11-24