სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიური ცენტრი კონტიგენტის მისაღებად საკვალიფიკაციო ტურნირს მართავს

ოლიმპიური ცენტრი კონტიგენტის მისაღებად საკვალიფიკაციო ტურნირს მართავს

11-12 ნოემბერს თბილისის ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში მისაღები საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას 2000-2001 და 2002-2003 წლებში დაბადებული სპორტსმენები მიიღებენ.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია, 2018-2019 წლისათვის ოლიმპიურ ცენტრში მისაღები კონტიგენტის გამოვლენა. შესაბამისად, სპორტსმენები, რომლებიც ტურნირის მიხედვით შეირჩევიან, ოლიმპიური ცენტრის მიერ კვებით, საცხოვრებელი და სავარჯიშო პირობებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

შეჯიბრების ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის მიერ დამტკიცებული საორგანიზაციო კომიტეტი საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრთან ერთად.

შეჯიბრება 11 ნოემბერს 10:00 საათზე დაიწყება. ტურნირის პირველ დღეს 2000-2001 წლებში დაბადებული ძიუდოისტები იასპარეზებენ (46, 50, 55 60, 66, 73, 81 და +81 კგ), ხოლო მეორე დღეს - 2002-2003 (42, 46, 50, 55, 60, 66, 73 და +73 კგ).

<< დაბრუნება 2017-11-09