სსიპ.   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა დასრულდა

ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა დასრულდა

4-5 ნოემბერს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრში გაიმართა „ოლიმპირი ცენტრის ღია პირველობა“ თავისუფალ ჭიდაობაში 2003-2005 წელს დაბადებულ სპორტსმენთა შორის.

შეჯიბრებაში მონაწილეობას ოლიმპიურ ცენტრში მცხოვრები და მოსიარულე, ასევე თბილისის სხვადასხვა რაიონებიდან მოწვეული სპორტსმენები იღებდნენ.

ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა ტურნირზე 4 მედალი მოიპოვეს:
I ადგილი - მირზა გაჯიევი (57 კგ)
II ადგილი - ლევან თედიაშვილი (67 კგ)
II ადგილი - ნიკოლოზ ბარაბაძე (85 კგ)
III ადგილი - გიორგი გოგიჩაიშვილი (48 კგ)

აღნიშნული ღონისძიების მიზანს, შეჯიბრებაზე პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა და მათი ოლიმპიურ ცენტრში ჩარიცხვა წარმოადგენდა. შესაბამისად, სპორტსმენები, რომლებიც ტურნირის მიხედვით შეირჩევიან, ოლიმპიური ცენტრის მიერ კვებით, საცხოვრებელი და სავარჯიშო პირობებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

 

<< დაბრუნება 06-11-2017