სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიური ცენტრი ღია პირველობას მე-5-ედ უმასპინძლებს

ოლიმპიური ცენტრი ღია პირველობას მე-5-ედ უმასპინძლებს

4-5 ნოემბერს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრში გაიმართება „ოლიმპირი ცენტრის ღია პირველობა“ თავისუფალ ჭიდაობაში 2003-2005 წელს დაბადებულ სპორტსმენთა შორის.

შეჯიბრებაში მონაწილეობას ოლიმპიურ ცენტრში მცხოვრები და მოსიარულე, ასევე თბილისის სხვადასხვა რაიონებიდან მოწვეული სპორტსმენები მიიღებენ.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია, შეჯიბრებაზე პერსპექტიული სპორტსმენების გამოვლენა და მათი ოლიმპიურ ცენტრში ჩარიცხვა. შესაბამისად, სპორტსმენები, რომლებიც ტურნირის მიხედვით შეირჩევიან, ოლიმპიური ცენტრის მიერ კვებით, საცხოვრებელი და სავარჯიშო პირობებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

შეჯიბრებები 10 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური შეხვედრები 13:00 საათზე გაიმართება.

<< დაბრუნება 2017-11-03