სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ძალოსნების ევროპული წარმატება

ძალოსნების ევროპული წარმატება

ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ ზურაბ ანთაურის აღსაზრდელებმა, ირაკლი ჩხეიძემ და გოგა ჩხეიძემ დურესეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში ახალგაზრდებს შორის წარმატებით იასპარეზეს!
 
გოგა ჩხეიძემ ატაცში მოპოვებულ ბრინჯაოს (134 კგ.) აკვრაში ოქროც მიამატა (174 კგ.) და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
 
2016 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა სპორსტმენმა აკვრაში სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა (194, 200, 206) და მეორე ადგილი დაიკავა, ორჭიდის ჯამში (370 კგ.) კი ბრინჯაოს მედლამდე დაწინაურდა.
 
აღსანიშნავია, რომ ირაკლი ჩხეიძე ზუგდიდში ცხოვრობდა, თბილისში ჩამოსვლის დღიდან კი საწვრთნელ პროცესს ოლიმპიურ ცენტრში გადის და მოსვლის დღიდან ზურაბ ანთაურთან ვარჯიშობს.
 
ოლიმპიური ცენტრი ულოცავს ბატონ ზურასა და მის აღსაზრდელებს წარმატებას!


 

<< დაბრუნება 2017-10-24