სსიპ.   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ზვიად პატარიძე ევროპის ჩემპიონია

ზვიად პატარიძე ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა გერმანიის ქალაქ დორტმუნდში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა სპორტსმენებმა ზვიად პატარიძემ (120 კგ) და რამაზ სილაგავამ (50 კგ) ჩემპიონის ტიტულები მოიპოვეს, ხოლო სხვა აღსაზრდელებმა ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) და თემურ ჭკუასეილძემ (84 კგ) ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.
 
ფინალის გზაზე პატარიძემ თურქი იაკუპ იერლიკაია (8:0), აზერბაიჯანელი თეჰრან ამინზადე (8:0) და რუმინელი ლენარდ იშტვან ბერეი (7:1) ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი რუსეთის ნაკრების წევრ გეორგი გაჯინოვს წუთსა და რვა წამში მოუგო (8:0).
 
მთლიანობაში საქართველოს სახელით რვა სპორტსმენმა იასპარეზა და რვავე მედალი მოიპოვა: 3 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი.
<< დაბრუნება 03-07-2017