სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ბერძენ-რომაელებმა იტალიაში იასპარეზეს

ბერძენ-რომაელებმა იტალიაში იასპარეზეს

ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა ზვიად პატარიძემ (120 კგ) (მწ: ვაჟა კრავეიშვილი) და ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) 25-26 მაისს იტალიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ოქროს მედლები მოიპოვეს!

ცენტრის აღზრდილ სპორტსმენებს შორის მედლის მოპოვება მოახერხა რამაზ სილაგავამაც (55 კგ) (მწ: კობა კიკაძე), რომელმაც მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

UWW-ს ეგიდით გამარათულ შეჯიბრზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯამში 7 მედალი აიღო. ჩემპიონის ტიტული ასევე გიორგი კურტანიძემ (66 კგ), ბექა მამუკაშვილმა (84 კგ) და გიორგი ბარბაქაძემ (96 კგ) მოიპოვეს, ხოლო ვერცხლის მედალს ლერი აბულაძე (66) დაეუფლა.

<< დაბრუნება 2017-05-30