სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
საქართველოს ჩემპიონატის 10 მედალოსანი

საქართველოს ჩემპიონატის 10 მედალოსანი

14-15 თებერვალს თბილისის ახალი სპორტის სასახლეში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე დიდებში ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა 10 მედალი მოიპოვეს!
 
პირველ საშეჯიბრო დღეს ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელები 4 მედალს დაეუფლნენ: გამარჯვებული მწვრთნელ კობა კიკაძის აღსაზრდელი გოგა აფრიამაშვილი (71 კგ) გახდა, ხოლო რამაზ ზოიძემ (71 კგ), ვარლამ კვარაცხელიამ (80 კგ) და ლაშა მარიამიძემ (59 კგ) (მწ: ვაჟა თინიკაშვილი) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
 
საქართველოს ჩემპიონატის მეორე დღეს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ: 66 და 130 კგ-ში გამარჯვება ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა გოგა გოგიბერაშვილმა და ლევან არაბულმა იზეიმეს. ვერცხლის მედლის მფლობელები ბექა კანდელაკი (130 კგ), მათე სოფაძე (85 კგ) და ნიკოლოზ კელასოვი (85 კგ) გახდნენ, ხოლო ბაკურ გოგოლი (75 კგ) მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა.
 
75 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი გელა ბოლქვაძემ მოიპოვა, 85-ში რობერტ კობლიაშვილმა.
 
საქართველოს ჩემპიონატი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
დიდები
თბილისი
ახალი სპორტის სასახლე
14-15 თებერვალი
 
59 კგ
1. ლერი აბულაძე (აჭარა)
2. დავით ჩხარტიშვილი (ოზუგეთი)
3. ბექა ბალანჩივაძე (წყალტუბო)
3. ლაშა მარიამიძე (თბილისი)
 
66 კგ
1. გოგა გოგიბერაშვილი (სამტრედია)
2. გიორგი დავითაია (სენაკი)
3. არჩილ თურმანიძე (აჭარა)
3. მურად მიქელაძე (აჭარა)
 
71 კგ
1. გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი)
2. გიორგი ფოცხვერაშვილი (გარდაბანი)
3. რამაზ ზოიძე (აჭარა)
3. საჩინო დავითაია (სენაკი)
 
75 კგ
1. გელა ბოლქვაძე (აჭარა)
2. თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)
3. ბაკურ გოგოლი (თბილისი)
3. მინდია წულუკიძე (აჭარა)
 
80 კგ
1. ზურაბ დათუნაშვილი (თბილისი)
2. ლაშა გობაძე (აჭარა)
3. გიორგი ცირეკიძე (ქუთაისი)
3. ვარლამ კვარაცხელია (ხობი)
 
85 კგ
1. რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)
2. მათე სოფაძე (ბაღდათი)
3. ნიკოლოზ კელასოვი (აჭარა)
3. შალვა ხაჩიძე (თბილისი)
 
98 კგ
1. კუკური კირცხალია (თბილისი)
2. რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი)
3. სულხან ბუიძე (თბილისი)
3. ირაკლი ქაჯაია (წყალტუბო)
 
130 კგ
1. ლევან არაბული (მცხეთა)
2. ბექა კანდელაკი (თბილისი)
3. სანდრო დიხამინჯია (თბილისი)
3. შოთა გოგისვანიძე (ქუთაისი)

 

<< დაბრუნება 2017-02-16