სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
თბილისი მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს

თბილისი მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს

25 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით თბილისში, დიღმის ტერიტორიაზე, ახალი თბილისის ოლიმპიური სპორტკომპლექსის ტანვარჯიშის დარბაზში ტარდება მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ძალოსნობაში.

ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 47 ქვეყნის 250 სპორტსმენი. საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 12 სპორტსმენით (8 ძალოსანი - მამაკაცებში, 4 ძალოსანი - გოგონებში) იქნება წარმოდგენილი.

აღნიშნულ ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდნენ ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ ზურაბ ანთაურის აღსაზრდელები გოდერძი ბერდელიძე (62 კგ) და გოგა ჩხეიძე, ხვალიდან კი შეჯიბრებაზე ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი სხვა სპორტსმენებიც იასპარეზებენ.

ძალოსნობის ჩემპიონატს ესწრებოდა ოლიმპიური ცენტრის სპორტული განყოფილების უფროსი ნოდარ მებაღიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ტურნირი მაღალ დონეზეა ორგანიზებული და ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებიც სათანადოდ არიან მომზადებულები.

<< დაბრუნება 2016-06-28