სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
7 მედალი და გუნდური მე-2

7 მედალი და გუნდური მე-2

25-26 ივნისს ბუქარესტში ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, 7 მედლის მოპოვება შესძლო, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 31 ნაკრებს შორის მეორე ადგილი დაიკავა.

აღნიშნულ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა შმაგი თოდუამ (60 კგ) და ზურიკო ურუთაშვილმა (125 კგ), რომლებმაც მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ბრინჯაოს მედლებს ასევე გიორგი სულავა (66 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი (74 კგ) და მექი სიმონია (84 კგ) დაეუფლნენ, ხოლო ვერცხლის მედლები რობერტ დინგაშვილმა (55 კგ) და გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) მოიპოვეს.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 64 ქულა აიღო, პირველზე რუსეთი 78 ქულით გავიდა, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი - 55 ქულით.

 

<< დაბრუნება 2016-06-27