სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიური თამაშების პრიზიორი სუშილ კუმირი ოლიმპიურ ცენტრში

ოლიმპიური თამაშების პრიზიორი სუშილ კუმირი ოლიმპიურ ცენტრში

საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორს, მსოფლიოს ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში სუშილ კუმარს მასპინძლობს.

ინდოელი სპორტსმენი ქართველ მწვრთნელ ხვიჩა ქორიძესთან ერთად საქართველოში 30 მარტს ზაფხულის ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად ჩამოვიდა და თბილისში კიდევ ერთ თვეს ივარჯიშებს.

ოლიმპიური ცენტრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სუშილ კუმარი და მასთან ერთად ჩამოსული მოჭიდავეები წვრთნებს ცენტრის ბაზაზე არსებულ ჭიდაობის არენაზე გაივლიან.

ოლიმპიური ცენტრის სპორტული განყოფილების უფროსის ნოდარ მებაღიშვილის განცხადებით, ინდოელი მოჭიდავეებისთვის სრულფასოვანი ვარჯიშისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა იქნება ხელმისაწვდომი და სპორტსმენები ოლიმპიადისათვის მოსამზადებელ ეტაპს საუკეთესო პირობებში გაივლიან.

<< დაბრუნება 2016-04-12