8 მედალი საქართველოს პირველობიდან ცენტრის სპორტსმენთა ანგარიშზეა
12-16 აპრილს ქალაქ გურჯაანის სპორტ კომპლექსი საქართველოს პირველობას მასპინძლობდა ჭიდაობაში. მასში 20 წლამდე ასაკის 200-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი მონაწილეობდა.

ჩემპიონატის გახსნა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ხვდათ წილად, სადაც ოლიმპიური ცენტრის ფალავნებმა სხვადასხვა სინჯის მედლების მოპოვება შეძლეს.
ჩემპიონები გახდნენ:

ლუკა ღვინჯილია (57კგ)

ლუკა ჩხიტუნიძე (74კგ)
ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ:

ლუკა გუგეშაშვილი (65კგ)

ბესიკ სეფაშვილი (70კგ)

თორნიკე სამხარაძე (86კგ)

ლევან ბაზაძე (92კგ)

გიორგი ჩიხრაძე (125კგ)

მწვრთნელები : თამაზ ბედიანიშვილი, ჯონი ლორია
15-16 აპრილს, ხალიჩა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმოთ, სადაც 55 კგ. წონით კატეგორიაში თამაზ ღლონტი ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.

აღნიშნულ პირველობაზე ოლიმპიური ცენტრის სპორტსმენთა ანგარიშზე 8 მედალია.
თავისუფლების 2 ოქრო და 5 ვერცხლი, ხოლო ბერძნულ-რომაულ სტილში 1 ვერცხლი.