სსიპ.   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
საქართველოს ჩემპიონები ოთხ წონით კატეგორიაში უკვე გამოვლინდნენ

საქართველოს ჩემპიონები ოთხ წონით კატეგორიაში უკვე გამოვლინდნენ

14-15 თებერვალს თბილისის ახალი სპორტის სასახლეში ტარდება საქართველოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაბაში დიდებს შორის, რომელშიც მონაწილეობას ქვეყნის ყველა უძლიერესი ფალავანი იღებს.

შეჯიბრების პირველ დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 4 წონით კატეგორიში გამოვლინდნენ. ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა აღნიშნულ შეჯიბრებაზე 4 მედალი მოიპოვეს: გამარჯვებული ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ კობა კიკაძის აღსაზრდელი გოგა აფრიამაშვილი (71 კგ) გახდა, ხოლო რამაზ ზოიძემ (71 კგ), ვარლამ კვარაცხელიამ (80 კგ) და ლაშა მარიამიძემ (59 კგ) (მწ: ვაჟა თინიკაშვილი) მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

59 კგ-ში საქართველოს ჩემპიონატის მთავარი ჯილდო ლერი აბულაძემ მოიპოვა, 80 და 98 კგ კატეგორიებში კი ოქროს მედლის მფლობელები ზურაბ დათუნაშვილი და კუკური კირცხალია გახდნენ.

15 თებერვალს გამარჯვებულები 66, 75, 85 და 130 კგ წონით კატეგორიებში მოასპარეზე მოჭიდავეებს შორის გამოვლინდებიან.

საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული სპორტსმენები ეროვნულ ნაკრებს დაკომპლექტებენ, რომელიც 2-7 მაისს სერბეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

59 კგ
1. ლერი აბულაძე
2. დავით ჩხარტიშვილი
3. ბექა ბალანჩივაძე
3. ლაშა მარიამიძე

71 კგ
1. გოგა აფრიამაშვილი
2. გიორგი ფოცხვერაშვილი
3. რამაზ ზოიძე
3. საჩინო დავითაია

80 კგ
1. ზურაბ დათუნაშვილი
2. ლაშა გობაძე
3. გიორგი ცირეკიძე
3. ვარლამ კვარაცხელია

98 კგ
1. კუკური კირცხალია
2. რევაზ ნადარეიშვილი
3. სულხან ბუიძე
3. ირაკლი ქაჯაია

 

<< დაბრუნება 15-02-2017