სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიურმა ცენტრმა

ოლიმპიურმა ცენტრმა "ღია პირველობას" მესამედ უმასპინძლა

25-26 მაისს საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულმა ცენტრმა „ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობას“ უმასპინძლა, რომელიც ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 2001-2003 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის ჩატარდა.

ტურნირში მონაწილეობას ოლიმპიურ ცენტრში მცხოვრები და მოსიარულე, ასევე თბილისის სხვადასხვა რაიონებიდან, რუსთავიდან და ლანჩხუთიდან მოწვეული სპორტსმენები იღებდნენ.

აღნიშნული ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ნიჭიერი და პერსპექტიული მოჭიდავეების აღმოჩენა, რომლებიც შემდგომში ოლიმპიური ცენტრის უფასო სპორტულ განყოფილებებში ჩაირიცხებიან, ასევე საქართველოში სპორტის პოპულარიზაცია და სპორტსმენებს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

აღსანიშნავია, რომ „ოლიმპიური ცენტრის ღია პირველობა“ წელს მესამედ ჩატარდა და მასში 200-ზე მეტმა სპორტსმენმა იასპარეზა.

<< დაბრუნება 2015-05-26