სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიური ცენტრი მიხეილ სალაძის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ოლიმპიური ცენტრი მიხეილ სალაძის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი 8-10 ნოემბერს მიხეილ სალაძის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს. შეჯიბრება, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 1997-1999 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის ჩატარდება. გამარჯვებულები 42, 46, 50, 54, 58, 63, 69, 76, 85 და 100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭიდავეები მედლებით, დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.

მიხეილ სალაძის საერთაშორისო ტურნირის მიზანი პერსპექტიულ ახალგაზრდა სპორტსმენთა და საქართველოს კადეტთა ნაკრები გუნდების პოტენციური და უახლოესი რეზერვის გამოვლენაა. ჩემპიონატის ფარგლებში სპორტსმენები მსოფლიოსა და ევროპის პირველობისთვის მოემზადებიან.

საერთაშორისო ჩემპიონატი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

<< დაბრუნება 2013-11-06