სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
უშანგი მარგიანის ვერცხლი ბაქოს გრანდ სლემიდან

უშანგი მარგიანის ვერცხლი ბაქოს გრანდ სლემიდან

10 მაისს ბაქოს გრანდ სლემის მეორე დღეს მოჭიდავე უშანგი მარგიანმა (81 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა ძიუდოსიტმა აზერბაიჯანულ ტატამზე ჩატარებული სამი შეხვედრა მოიგო და გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად ერთი ნაბიჯი დააკლდა.

უშანგი მარგიანი ტურნირში მერვედფინალიდან ჩაერთო და ჩინელ ჰემუბატუ ერის  წუთსა და 47 წამში სამი გდება შეუსრულა - იუკო, ვაზარი და იპონი. გერმანელ ჰანეს კონრადს მეხუთე წუთის მიწურულს შესრულებული იუკოთი სძლია, რუსეთის ნაკრების წევრ არსენ პშმახოვს კი ერთი გაფრთხილებით აჯობა.

„ოლიმპიური ცენტრის“ აღზრდილმა სპორტსმენმა რუსეთის ნაკრების წარმომადგენელთან ალან ხუბეცოვთან მეოთხე წუთის მიწურულს წააგო.

ვერცხლის მედალთან ერთად უშანგი მარგიანმა 300 სარეიტინგო ქულაც გდააგროვა.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ტატამზე ზებედა რეხვიაშვილიც გავიდა, თუმცა მხოლოდ მე-7 ადგილს დასჯერდა.

ბაქოს გრანდ სლემის ძირითად ბადეში ზებედა რეხვიაშვილმა (81 კგ)  სამი შეხვედრა ჩაატარა. მეთექვსმეტედფინალში უზბეკი შახზოდ სობიროვი საფინალო სირენამდე 21 წამით ადრე დააგდო ბეჭებზე, ტუნისელ აბდელაზიზ ბენ ამარს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია მეოთხედფინალში კი კანადელ ანტუან ვალუა ფორტიესთან წააგო.

დამამშვიდებელ ეტაპზე ქართველი ძიუდოსიტი აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევს შეხვდა. პირველი ოთხი წუთი ზებედა რეხვიაშვილი უპირატესობით სარგებლობდა, მაგრამ წამიერი მოდუნება მარცხად დაუჯდა.

იმავე დღეს გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და თენგიზ პაპოშვილმაც (73 კგ) იჭიდავეს, მაგრამ საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ.

ლაშა შავდათუაშვილმა აზერბაიჯანელი ვუგარ ბაირამოვი ლამაზი გდებით ჩამოიშორა, მაგრამ მომავალ ჩემპიონთან, ებრაელ საგი მუკთან ვეღარაფერს გახდა. თენგიზ პაპოშვილმა კი პირველივე წრეში თურქ ბაირამ ჩეილანთან იპონით წააგო.

11 მაისს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ სამ წონაში: 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით სამივე წონაში ორ-ორი ძიუდოისტი იჭიდავებს.

<< დაბრუნება 2014-05-12