სსიპ.   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ვანო ხუბაშვილმა საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

ვანო ხუბაშვილმა საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

ქალაქ ტემირტაუში გამართულ შეჯიბრზე „მაგნიტკას ჩირაღდნები“ ძიუდოისტმა ვანო ხუბაშვილმა (50 კგ.) ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სპორტსმენმა თავის მეტოქეებთან ჩატარებული ექვსივე შეხვედრა მოიგო.

შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს უმცროს კადეტ ძიუდოისტთა გუნდი, რომელიც 2015 წელს თბილისში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე წარსდგება. ნაკრების წევრებმა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ძიუდოისტებს ერთი წლით უფროს მეტოქეებთან მოუწიათ დაპირისპირება, მაინც ღირსეულად იასპარეზეს და სამი მედლის მოპოვება მოახერხეს. ნიკა ლაბაძემ (66 კგ.) ხუთი დაძაბული შეხვედრის მოგების შემდეგ ფინალი დათმო. ნატა ყიფშიძემ (44 კგ.) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტატამზე 9 ქვეყნის 400-ზე მეტი 1997-1999 წლებში დაბადებული ძიუდოისტი გავიდა.

ქართველ ძიუდოისტთა გუნდი ნაკრების მთავარ მწვრთნელ თამაზ კარიაულთან ერთად ოლიმპიური ფესტივალისთვის სპეციალური პროგრამით მზადებას განაგრძობს.

<< დაბრუნება 05-11-2013