სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ნოდარ მეტრეველის ოქრო მინსკში

ნოდარ მეტრეველის ოქრო მინსკში

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში 12-13 ოქტომბერს ძიუდოში ევროპის თასის გათამაშება გამიართა, სადაც ქართველმა ძიუდოისტმა ნოდარ მეტრეველმა (100 კგ.) ჩინებულად იასპარეზა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 

ახალგაზრდა სპორტსმენმა მძიმე წონით კატეგორიაში 4 გამარჯვება იზეიმა. მან ბელგიელი ბენჯამინ ჰარმენიესი ვაზარით დაამარცხა, შემდეგი სამი ორთაბრძოლა კი ჰოლანდიელ პასკალ შერენბერგთან, ბელარუსალიაკსანდრ ვახავიაკთან და ფრანგ მეტიუ ბატაილესთან იპონიით მოიგო.

მინსკში ძალები კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა მოსინჯა, თუმცა, წარუმატებლად. ბექა შავდათუაშვილმა (66 კგ.), რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა შავდათუაშვილის ძმაა, პირველივე შერკინება უკრაინელ ოლეგ გლუშჩენკოსთან ვაზარით წააგო.

<< დაბრუნება 2013-10-15