სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ძალოსნებმა ხუთი წონითი კატეგორია დანომრეს

ძალოსნებმა ხუთი წონითი კატეგორია დანომრეს

18 ოქტომბერს ერგეს საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში გაიმართა ქაზიმ ქავთარაძის სახელობის ხელვაჩაურის ღია პირველობა ძალოსნობაში, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ზურაბ ანთურის მომზადებულმა ძალოსნებმა ტურნირზე სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს.

ოლიმპიური ცენტრის აღზრდილ სპორტსმენთა მიერ აღებული მედლები შემდეგნაირად გადანაწილდა:

აჩიკო მალაყმაძე (56 კგ) - ოქრო
გიგი პატარაშვილი (69 კგ) - ოქრო
გოგიტა კაკიაშვილი (85 კგ) - ოქრო
ირაკლი ჩხეიძე (77 კგ) - ვერცხლი
ვასო მაღრაძე (85 კგ) - ვერცხლი
თორნიკე ტაბატაძე (94 კგ) - ბრინჯაო

ქაზიმ ქავთარაძის სახელობის ტურნირი  წელს მეორედ ჩატარდა, მაგრამ ღონისძიებას საფუძველი 2011 წლიდან ჩაეყარა. ტურნირის მიზანს ახალგაზრდების დაახლოება, ურთიერთგაცნობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა წარმოადგენს.

 

 

<< დაბრუნება 2014-10-20