სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი ძალოსნები საქართველოს ჩემპიონატზე იბრძოლებენ

ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი ძალოსნები საქართველოს ჩემპიონატზე იბრძოლებენ

11-13 სექტემბერს დუშეთის კულტურის სახლში ძალოსანთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართბა, სადაც გამარჯვებისთვის ოლიმპიური ცენტრის აღზრდილი 8 სპორტსმენი იბრძოლებს:

51 კგ - აჩიკო მალაყმაძე

62 კგ - გოდერძი ბერდელიძე

69 კგ - გიგი პატარაშვილი, გოგა ჩხეიძე, თორნიკე თოდაძე

85 კგ - თემური პერტაია

94 კგ - ნიკა ნანაძე, ნიკა წიკლაური

აღნიშნული ჩემპიონატისთვის სპორტსმენები ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელმა ზურაბ ანთაურმა მოამზადა.

ჩემპიონატი ყოველდღე 12:00 საათზე დაიწყება.11 სექტემბერს საუკეთესოები  60, 62, 69 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, 12 სექტემბერს მედლებს 77, 85 და 94 წონაში გამომსვლელი ძალოსნები გაითამაშებენ, 13 სექტემბერს კი 105 და მძიმე წონაში მონაწილე სპორტსმენები.

ეროვნული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც 6-16 ნოემბერს ყაზახეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვა. მსოფლიოს პირველობაზე დაიწყება რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის ბრძოლაც.

<< დაბრუნება 2014-09-11