სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიურ ცენტრში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება

ოლიმპიურ ცენტრში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება

საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში სასწავლო-საწვრთნელი პროცსი 15 სექტემბერს განახლდება.

ზაფხულის პერიოდში საწვრთნელი პროცესი სპორტულ-გამაჯანსაღებელ ბანაკებსა და სასწავლო-საწვრთნელი შეკრებების მეშვეობით გრძელდებოდა.

ცენტის აღსასრდელთა კონტიგენტი განსაკუთრებული მონაცემების მქონე ას ოც სპორტსმენს შეადგენს, რომელთა განკარგულებაში იქნება საერთაშორისო დონის ჭიდაობისა და ძიუდოს სპორტული არენა, ძალოსნობის დარბაზი, საფეხბურთო მოედნები, საცხოვრებელი კორპუსი და სასადილო.

ოლიმპიურ ცენტრში მცხოვრები სპორტსმენები მაღალი ხარისხის სამჯერადი კვებითა და საერთაშორისო სტანდარტების საცხოვრებელი პირობებით ისარგებლებენ.

ცენტრში ფუნქციონირებას გააგრძელებს უფასო სექციები მოსიარულე სპორტსმენისთვისაც, რომლებშიც სამასამდე ახალგაზრდაა ჩართული, მათ დაოსტატებაზე კი მაღალკვალიფიციური მწვრთნელები იზრუნებენ.

სპორტსმენთა სავარჯიშო პირობების გაუმჯობესების მიზნით 2014 წლის მარტში ცენტრის ბაზაზე ახალი თანამედროვე ძიუდოსა და კრივის დარბაზის მშენებლობა იგეგმება.

<< დაბრუნება 2014-09-02