სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიური ცენტრის მხარდაჭერით საკალათბურთო კლუბ

ოლიმპიური ცენტრის მხარდაჭერით საკალათბურთო კლუბ

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს "საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის" მიერ 2011 წელს შეიქმნა საკალათბურთო კლუბი "ოლიმპი", რომლის მიზანს კალათბურთში ახალგაზრდა სპორტსმენების მომზადება და პროფესიული აღზრდა წარმოადგენს. 

კლუბში ფუნქციონირებს პროფესიონალთა გუნდი, ასევე დუბლ-შემადგენლობისა (U-20) და 2000 წელს დაბადებულთა ასაკობრივი გუნდები, რომლებიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ჩემპიონატებში მონაწილეობენ.

"ოლიმპი" არის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის - სუპერლიგის ორგზის ვერცხლის მედალოსანი (2011-2012 და 2012-2013 წლებში). 2013 წელს კლუბი გახდა ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას მემორიალის გამარჯვებული და ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის მფლობელი.

2013 წლის პირველი ოქტომბრიდან ოლიმპიური ცენტრის მხარდაჭერით კლუბმა პროექტის "უფასო საკალათბურთო სექციების" განხორციელება დაიწყო.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის საქართველოს ოთხ საჯარო სკოლაში კალათბურთის სწავლების უფასო სექციები დააარსდა.  კლუბსა და საშუალო სკოლას შორის თანამშრომლობის შესახებ მომზადდა მემორანდუმი, რომლის თანახმად შესაბამისი სპორტული დარბაზის მქონე საჯარო სკოლაში კლუბი საკუთარი სახსრებით მიავლენს მაღალკვალიფიციურ მწვრთნელს, რომელიც სკოლის მოსწავლეებს უფასო საკალათბურთო ვარჯიშებით, ბურთებითა და სხვა საჭირო  ინვენტარით უზრუნველყოფს.

"უფასო საკალათბურთო სექციებში" ჩართულია ქალაქ გორის მე-3 საჯარო სკოლის და თბილისის 162-ე, 181- და 69-ე სკოლების 120 მოსწავლე.

საკალათბურთო კლუბსა და სკოლის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკების საფუძველზე პროექტში ჩართულ სკოლებს შორის შეიქმნება „ოლიმპის“ ლიგა და პერიოდულად გაიმართება ტურნირი, რომელიც  საუკეთესო სპორტსმენებსა და მწვრთნელებს გამოავლენს.

<< დაბრუნება 2014-05-02