სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ოლიმპიური ცენტრი შეუერთდა ღონისძიებას Wings for Life World Run

ოლიმპიური ცენტრი შეუერთდა ღონისძიებას Wings for Life World Run

"საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის" თანამშრომლები და "ცენტრში" მცხოვრები სპორტსმენები შეუერთდნენ ღონისძიებას - Wings for Life World Run

Wings for LiFe World Run არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება და მისი უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის მოიცავს 34 ლოკაციას მსოფლიოში, რომლის ყველა მონაწილე ერთდროულად დარბის.

ღონისძიებიდან შემოსული სრული თანხა გადაეცემა Wings for Life-ის ფონდს, რომელიც აწარმოებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. Wings for Life და Red Bull-ის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს ღონისძიების შედეგად შეგროვებული ფულის Wings for Life-ის ფონდში გადარიცხვას EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით.

4 მაისს საქართველოს დროით 14:00 საათზე 5 კონტინენტის 40 სხვადასხვა ქვეყანაში ასი ათასობით მორბენალი ერთდროულად დაიწყებს რბენას. Wings for Life World Run- ის უნიკალურობა ისაა, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ფინიშის ხაზი. სპორტის ისტორიაში მსგავსი ღონისძიება ჯერ არ ჩატარებულა.

ტრადიციული ფინიშის ხაზის მაგივრად იქნება სპეციალური „ფინიშ მანქანა", რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიწყებს სვლას და იმოძრავებს წინასწარ დადგენილი სიჩქარით (15 კმ/ს - 20 კმ/ს - 25 კმ/ს). როგორც კი ფინიშ მანქანა გადაუსწრებს მორბენალს, ის ავტომატურად ეთიშება შეჯიბრს. „მსოფლიო რბენაში" მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია - როგორც მოხალისე მორბენლებს, ასევე პროფესიონალ სპორტსმენებს (ასაკი 18+). საქართველოში მონაწილეების სავარაუდო რაოდენობაა - 2000-3000, მსოფლიოში კი 200 000-ზე მეტი მორბენალი.

გარბენი საქართველოში 4 მაისს 14:00 საათზე კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებაზე დაიწყება.

მსოფლიო რბენის შედეგად 2 გამარჯვებული (ერთი ქალი და ერთი მამაკაცი) გამოვლინდება. ისინი აღიარებულნი იქნებიან Wings for Life World Run-ის გლობალურ ჩემპიონებად და საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო. საქართველოს ეტაპის 2 გამარჯვებულს კი შესაძლებლობა მიეცემა მონაწილეობა მიიღოს 2015 წლის რბენაში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რომელსაც თვითონ აირჩევს.

 

<< დაბრუნება 2014-04-29