სსიპ.   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი

საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა სპორტსმენების საცხოვრებელი ფართის მოწესრიგების მიზნით "შაბათობა" მოაწყვეს და ეზო საკუთარი ძალებით დაასუფთავეს. აღნიშნული ინიციატივა ოლიმპიურ ცენტრში სპორტსმენების დაბრუნებას უკავშირდება, რომლებიც ვარჯიშს 16 სექტემბერს განაახლებენ.

"შაბათობა" ოლიმპიურ ცენტრში სარემონტო სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობდა და მის მოწყობაში საკუთარი წვლილი როგორც ცენტრის დირექტორმა, ისე მწვრთნელებმა და სხვა თანამშრომლება შეიტანეს. თვის ბოლოს სპორტული ცენტრის აღსაზრდელი სპორტსმენები წვრთნებს უკვე სრულად გაახლებულ გარემოში გააგრძელებენ.

 

<< დაბრუნება 11-09-2013