სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ვლადიმერ ნუცუბიძეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

ვლადიმერ ნუცუბიძეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

ოლიმპიური ცენტრის დირექტორის პირველ მოადგილეს, საერთაშორისო კატეგორიის ქართველ მსაჯს, ვლადიმერ ნუცუბიძეს, სპორტის მინისტრის შალვა გოგოლაძის გადაწყვეტილებით, სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა, ძიუდოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ასევე, ძიუდოს ფედერაციის მიერ გადაეცა მადლობის სიგელი 25 წლიანი სამსაჯო მოღვაწეობის ,3 ოლიმპიური თამაშების, 10 მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობისათვის და ქართული ძიუდოს წარმოჩენაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. აღსანიშნავია, რომ იგი ერთადერთი ქართველი არბიტრია ძიუდოში, რომელმაც იმსაჯა ოლიმპიურ თამაშებზე.
ვლადიმერ ნუცუბიძემ სამსაჯო კარიერა 2024 წელს დაასრულა. ის ევროპის ძიუდოს კავშირის (EJU) მსაჯთა კომისარია.
ოლიმპიური ცენტრის სახელით ვულოცავთ ბატონ ვლადიმერს სპორტის რაინდის წოდების მინიჭებას.

 

<< დაბრუნება 2025-03-24