ევროპის თასი ჭაბუკთა შორის ძიუდოში
სლოვენიის ქალაქ კოპერში ევროპის თასზე ჭაბუკთა შორის საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

აღსანიშნავია , რომ ბრინჯაოს საპრიზო ადგილის მფლობელი ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელის გოჩა ბერაძის ხელმძღვანელობით გიორგი გივიშვილი (-66კგ) გახდა.

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტები პროექტის „მომავალი - JUDO მოქნილი გზა - წარმატებისკენ“ მონაწილეები არიან.