ეროვნული ჩემპიონატი ძალოსნობაში
20-22 სექტემბერს დუშეთი დიდებსა და 20-წლამდე სპორტსმენთა შორის ძალოსანთა ეროვნულ ჩემპიონატს მასპინძლობდა, სადაც საქართველოს 14 რაიონის 100-მდე ძალოსანი იბრძოდა პირველობისათვის.

ოლიმპიური ცენტრის სპორტსმენებმა ჭაბუკ ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით 4 ოქროსა და 3 ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლეს.
დამყარდა საქართველოს რეკორდი, კერძოდ,

გიგა ოდიკაძემ (55კგ) ატაცში ქვეყნის რეკორდი 3, აკვრაში 1, ხოლო ორჭიდში 4 კილოგრამით
გააუმჯობესა და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა-104/121/225 (U20).

ცენტრის ძალოსანთა შედეგები:

55კგ
II ბაჩუკი შამილიშვილი – 95/126/221

73კგ
l საბა აბაშიძე – 130/155/285 (U20)

81 კგ.
l არჩილ მალაყმაძე – 135/156/291
ll ალკაზარ გოგიტიძე – 130/152/282

89 კგ.
ll ლომია თებიძე – 143/177/320

102 კგ.
l გურამ ვეკუა – 150/187/337 (U20)
