სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
მოჭიდავეების კიდევ ერთი წარმატება !

მოჭიდავეების კიდევ ერთი წარმატება !

27-30 ივლისს პოლონეთი ჭაბუკთა (U15) ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობდა თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
 
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა წარმატებით დაასრულა ასპარეზობა,ჭაბუკებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
 
ჩემპიონები აჩიკო ბოლქვაძე (62 კგ) და ლუკა გელაშვილი (68 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები ანრი თავართქილაძემ (44 კგ) და თორნიკე შაინიძემ (48 კგ) მოიპოვეს.
 
ბრინჯაოს მედლებს კი თემური ორჯონიკიძე (57 კგ) ,ნიკოლოზ შიუკაშვილი (75 კგ) და ოლიმპიური ცენტრის მოჭიდავე თამაზ ღლონტი (44 კგ) (მწვრთნელი:ვაჟა კრავეიშვილი) დაეუფლნენ.
 
თავისუფალი სტილით მოჭიდავეები 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალის მფლობელები გახდნენ.
 
ევროპის ჩემპიონი მიშიკო კალაიჯიშვილი (85 კგ) !
 
ბრინჯაოს მედლები ნიკოლოზ ბეშიძემ (41 კგ), გიორგი აბულაშვილმა (57 კგ) და ოლიმპიური ცერტრის სპორტსმენმა თორნიკე სამხარაძემ (75 კგ) მოიპოვეს.
(მწვრთნელი: თამაზ ბენდიანიშვილი).
 
გუნდურ ჩანთვლაში ორივე სპორტის სახეობამ მეორე ადგილი დაიკავა.

 

<< დაბრუნება 2019-07-01