ჭაბუკმა ძიუდოისტებმა 28-29 აპრილს ათენში გამართულ შეჯიბრებაზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს.
გოჩა ბერაძის აღსაზრდელებმა ბაგრატ ნოზაძემ (33 კგ) და ლუკა კუხალეიშვილმა (55 კგ) წარმატებით იასპარეზეს და 2008-2009 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს.
ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელები საბერძნეთში კიდევ რამდენიმე დღეს დარჩებიან და სხვა ქვეყნის
წარმომადგენლებთან ერთად საწვრთნელ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.
<< დაბრუნება | 2018-04-30 |