ლევან ბაზაძემ ბულგარეთში ვერცხლის მედალი მოიპოვა
10-11 მარტს ბულარეთის ქალაქ გალობოვოში ჭიდაობის მსოფლიოს გაერთიანების - UWW-ს ეგითით თავისუფალ ჭიდაობაში სკოლის ასაკის ჭაბუკთა შორის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც საქართველოს ოლიმპიური ცენტრის მწვრთნელ ჯონი ლორიას აღსაზრდელმა ლევან ბაზაძემ (85 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
საქართველოს ნაკრებმა ჯამში 10 მედალი - 6 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
ტურნირის ჩემპიონები დავით ქობულაშვილი (38 კგ), ლუკა გუგეშაშვილი (41 კგ), ბეჟან ბარსიონიძე (48 კგ), გიგი ქურხული (52 კგ), დავით კუჭუაშვილი (68 კგ) და ნიკა ფესტვენაძე (75 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლებს გიორგი გოგრიჭიანი (44 კგ), თორნიკე სამხარაძე (62 კგ) და ლევან ბაზაძე (85 კგ) დაეუფლნენ, მესამე საპრიზო ადგილი კი გიორგი ნაჭყებიამ (57 კგ) დაიკავა.
"ZLATI DINEV ROIDEV"-ის სახელობის რიგით XV საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა 7 ქვეყნის მაკედონიის, საქართველოს, უკრაინის, იტალიის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, უნგრეთისა და ბულგარეთის გუნდებმა მიიღეს.