სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
თავისუფლებში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ

თავისუფლებში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ

26-28 თებერვალს "ახალი თბილისის" ტერიტორიაზე მდებარე ფრენბურთის არენამ საქართველოს პირველობას თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის უმასპინძლა.
 
შეჯიბრების პირველ დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 57, 65, 74, 86 და 97 კგ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ.
 
ოლიმპიური ცენტრის აღსაზრდელებმა გოგა მამიაურმა (74 კგ) და ზურა ურუთაშვილმა (97 კგ) ჩემპიონის ტიტულები მოიპოვეს, მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა მირიან მაისურაძემ (86 კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლებს ბაჩუკი არველაძე (57 კგ), გია უღრელიძე (65 კგ) და გიორგი არღვლიანი (97 კგ) დაეუფლნენ.
მეორე საშეჯიბრო დღეს კი მოპოვებულ მედლებს თავიანთი მონაგარი ოლიმპიური ცენტრის აღზრდილმა კიდევ ორმა სპორტსმენმა მიამატა:

I ადგილი - ბექა ნადაშვილი (92 კგ)
II ადგილი - გიორგი აფხაზავა (61 კგ)

<< დაბრუნება 2018-02-28