სსიპ   საქართველოს   ოლიმპიური  რეზერვების  მზადების  ეროვნული  ცენტრი
ჭაბუკების 6 მედალი და გუნდური მესამე ადგილი ევროპირველობიდან !

ჭაბუკების 6 მედალი და გუნდური მესამე ადგილი ევროპირველობიდან !

1 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო ასეთია საქართველოს თავისუფალი სტილით ჭაბუკთა ნაკრების მონაგარი იტალიურ ფაენცაში გამართული ევროპირველობაზე.

ევროპის ჩემპიონი ნიკოლოზ სანთელაძე (45 კგ) გახდა, ვერცხლის მედლები გიორგი გოგრიჭიანმა (51 კგ) და დავით კუჭუაშვილმა (71 კგ) მოიპოვეს.

ოლიმპიური ცენტრის მოჭიდავე ლუკა გუგეშაშვილი (48 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ასევე ბრინჯაოს დავით ფაცინაშვილი (65 კგ) და დავით კოღუაშვილი (80 კგ) დაეუფლნენ.

საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში 140 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.

 

<< დაბრუნება 2019-06-24